11:45
30 ნოემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Adidas-მა შესაძლოა, Reebok გაყიდოს
26-10-2020

გერმანული სპორტული სამოსის მწარმოებელი კონცერნი Adidas-ი მისი კუთვნილი ბრენდის Reebok-ის გაყიდვას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი მონაცემებით, კომპანია საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო თვეებში მიიღებს, ამ დროისთვის კი საკითხის შეფასება მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენლებმა სააგენტოს კომენტარზე უარი უთხრეს.

როგორც Bloomberg-ი წერს, Adidas-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე 2016 წელს ამ პოსტზე მოსვლის მომენტიდან უარყოფდა ხმებს, რომ სურდა Reebok-ის გაყიდვა. ამასთან, მან ბრენდის წამგებიანი მაღაზიები დახურა და რამდენიმე სალიცენზიო ვადების გახანგრძლივება დაიწყო, რამაც დანახარჯების შემცირებას შეუწყო ხელი. 2019 წელს Reebok-მა კვლავ დაიწყო კომპანიისთვის მოგების მოტანა და რორსტედი იმედოვნებდა, რომ ბრენდის გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდიდა ფეხსაცმლის ახალი ხაზების დამატებით, თუმცა, გეგმებში კორექტირება პანდემიამ შეიტანა.

კომაპანიამ მანამდე გაავრცელა განცხადება, რომ პანდემიამ Reebok უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე Adidas. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Adidas-ის გაყიდვები შემცირდა 33%-ით, ხოლო Reebok-ის შემოსავლები 42%-ით.

AutoPlay
Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 2021 წლის დასაწყისში ჩაუშვებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
იაპონელებს მთავრობა ელექტრომობილების შესაძენად ფულს გადაუხდის
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
2020 წელს მსოფლიოში 1000-ზე მსხვილი კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
იანვარ-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა, ხოლო გათხევადებული აირების - გაიზარდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 14%-ით, საექსპორტო ფასი კი 4%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები