კომპანია Adidas-ი ერთიანი კოლექციის შესაქმნელად ინკლუზიურ ბრენდთან Universal Standard-თან გაერთიანდა. ამ ხაზის ნაწარმი კომპანიის მაღაზიებში უკვე იყიდება.ინკლუზიურ კოლექციაში შევიდა სპორტული ტანსაცმელი - ტოპები, მაისურები, ლეგინსები და შორტები, რომელთა ზომები 4XL-ს (ოთხ იქსელს) აღწევს. კომპანიამ გაითვალისწინა, რომ ჭარბწონიან ქალებს ხშირად უჭირთ სავარჯიშოდ საჭირო ტანსაცმლის შეძენა.
Adidas-ის განვითარების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეს კოლაბორაცია გახდა პირველი ნაბიჯი ბრენდის დიდი ინკლუზიური გეგმებისკენ. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კომპანია ზომების გაზრდას ყველა კატეგორიაში გეგმავს.