სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლის Adidas-ის გაყიდვები გაიზარდა.
კომპანიის მიერ გავრცელებული კვარტალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში კომპანიის გაყიდვები 5%-ით არის გაზრდილი და 5 მილიარდ 500 მილიონ ევროს შეადგენს.
გაზრდილი მოთხოვნის მიზეზად, კომპანიაში ფასებს, გაუმჯობესებულ ხარისხსა და ტენდენციურობას ასახელებენ. ექსპერტები წლის ბოლოსთვის "ადიდასზე" მოთხოვნის 13- პროცენტიან ზრდას ელოდებიან.