მას შემდეგ, რაც სელენა გომესმა უცხოურ გამოცემებთან მუსიკალური ინდუსტრიის დატოვებასა და მისი პროფესიის, როგორც მომღერლის დაუფასებლობაზე ისაუბრა, თუცა აზრი მალევე შეიცვალა და წინ ახალი გეგმები აქვს.
“არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შევწყვეტ სიმღერების წერას. განვლილი წლების განმავლობაში მე ძალიან ბევრს ვშრომობდი, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების გამოყენებას და ხარისხიანი პროდუქციის შექმნას. დროის გასვლასთან ერთად უფრო ვიზრდები და ვვითარდები, ამიტომაც მინდა მიღებული გამოცდილება ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო.”
მან სოც ქსელების ნეგატიურ გავლენაზეც ისაუბრა, რამდენიმე წლის წინ სელენა გომესი ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონა იყო.
“მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი სხვა ადამიანებს დავმსგავსებოდი. როდესაც გარშემომყოფების ფოტოებს ვხედავდი საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მათ მსგავსად რატომ არ გამოვიყურებოდი. ჩემთვის არაფერი არ იყო საკმარისი, რადგან თითქოს ყველაფერში ნაკლსვეძებდი.“
“ინსტაგრამი ძალიან სასარგებლო პლატფორმაა, რომელსაც მეც ძალიან ხშირად ვიყენებდი წლების განმავლობაში. მიუხედავად ყველაფრისა, მეშინია, როდესაც ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს ვუყურებ, რადგან სოციალური ქსელები მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია.“
“ჩვენ არ უნდა მივცეთ სხვების ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩვენს თვითშეფასებაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება… სწორედ ამიტომ შევქმენი Rare Beauty, ეს არ არის მხოლოდ სილამაზის ბრენდი და ბავშვობის ახდენილი ოცნება, ეს არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს
საკუთარი ინდივიდუალურობის აღმოჩენის საშუალებას აძლევს.