ილონ მასკი - ცნობილი კანადელი ფანტასტის, კიბერპანკის ჟანრის ფუძემდებელის უილიამ გიბსონის ცნობილი გამონათქვამი, „მომავალი უკვე მოვიდა, უბრალოდ არათანაბრად განაწილდა“, ზუსტად ერგება ამერიკელ ინჟინერს, ბიზნესმენსა და მილიარდერს ილონ მასკს, რომელმაც კოლეგების სკეპტიციზმის მუხედავად მეტად ამბიციური პროექტი ჩაიფიქრა და ჯერ გლობალური დათბობის შეჩერება გადაწყვიტა, მერე მარსზე კოლონიის დაარსება.
ილონ მასკი 1971 წლის 28 ივნისს დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ პრეტორიაში, ინჟინრის ეროლ მასკის და მოდელის მეი ჰალდემან-მასკის ოჯახში. სახელი მომავალმა მილიარდერმა დიდი ბაბუის ჯონ ილონ ჰალდემანის პატივსაცემად შეიძინა, თუმცა როგორც ჩანს, ჰალდემანებისგან არა მხოლოდ სახელი, არამედ ავანტიურისტული ბუნებაც მიიღო მემკვიდრეობით.