ადვოკატებმა ბრალდებულ გიორგი მამალაძის დაკითხვის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. განცხადების თანახმად, დაკითხვის დროსა და თარიღზე შეთანხმება ორივე მხარეს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდება, თუმცა ადვოკატები მზადყოფნას გამოთქვამენ, მამალაძის დაკითხვა ხვალვე მოხდეს.
გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ყველა ბრალდება, მათ შორის იარაღის შეძენა-შენახვის თაობაზე უსაფუძვლოა და დეკანოზი გამოძიებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, როგორ მოხვდა მის სახლში იარაღი. დაკავებულ დეკანოზს მკვლელობის მომზადება და იარაღის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.