ციანიდის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატები მოითხოვენ, გასაჯაროვდეს დეკანოზის ბარგის ამოღების და დალუქვის ვიდეომასალა. უფელბადამცველებისთვის ბ გაუგებარია თუ რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა აღნიშნულ მასალას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ბრალდების მხარე ამბობს, რომ ბარგის ამოღებისა და დალუქვისას არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატების თქმით, მათ არაერთხელ მიმართოს აეროპორტის ადმინისტრაციას დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვის ამსახველი ვიდეომასალის გადაცემაზე, თუმცა ადმინისტრაციის მხრიდან უარი მიიღეს. დეკანოზის ადვოკატი ამბობს რომ , მაშინ, როდესაც მამა გიორგი ციანიდი გადმოუვარდა, ის თავადაც გაოცებული და გაკვირვებული იყო, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ.