თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია. როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს იმის გარდა რომ თამუნა ბაჩალიაშვილის ტელეფონის გახსნისას, სოციალურ ქსელებში ინფორმაცია წაშლილი დახვდათ, ასევე არ იძებნება ლოკაციები. რამიშვილის თქმით ბოლო ჩატი ვოთსაფში 24 ივნისისს არის წაშლილი. ბოლო ზარი კი 6 ივნისის შემდეგ აღარ ფიქსირდება. შეგახსენებთ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.