გიორგი რურუას ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, რურუას დღევანდელ პროცესზე ინციდენტი მოხდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთმა პროკურორმა დაცვის მხარისა და ბრალდებულის მისამართით ყვირილი დაიწყო, რამაც პროცესი გაამწვავა. მისივე თქმით, სიტუაცია მალევე განიმუხტა და პროცესი გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა წინა სხდომაზე პატიმრობაში დატოვა.