17:53
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ადვოკატის ინფორმაციით, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება
30-11-2020

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატებმა თბილისის საქალქო სასამართლოსთან განუცხადეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა და შსს სამინისტროს თანამშრომლები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

AutoPlay
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - იძულებული ვართ მკაცრი ზომების დაწესება განვიხილოთ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტმა პირველი მოსმენით "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თალაკვაძე - სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ლიბანში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები