„ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება.
როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მისი ინფორმაციით, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს.
გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი.