თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ენკო" შეასრულებს. კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება.