აფგან მუხთარლის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს დღეს გააგზავნის. არჩილ ჩოფიკაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რადგან მისი განმარტებით, მსგავსი პრეცენდეტი არ ყოფილა. პარალელურად ჟურნალისტის მეუღლე აცხადებს, რომ მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მას გულის პრობლემები აქვს, თუმცა საჭირო მედიკამენტების მიღების საშუალება არ აქვს.