აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტობომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სოხუმელი მწერალისა და კომპოზიტორის ნინო მირცხულავას სიმღერის პრემიერა გაიმართა, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო მისი სცენარი სახელწოდებით ომის მიერ დაკარგული სიყვარული. პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ესწრებოდა, მან ნინო მირცხულავას შემოქმედება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მირცხულავას ნაწარმოებების გაცნობის დროს თითოეულ მოქალაქეს ეუფლება განცდა, რომ ის აფხაზეთში დაბრუნდა.