გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ახალგაზრდებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საჩუქრად კეპები და მაისურები გადასცეს.