05:10
20 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აფხაზეთში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აკრძალვები დაწესდა
13-01-2021

დე ფაქტო აფხაზეთში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აკრძალვები დაწესდა. კერძოდ, 2021 წლის 1-ელ ივნისამდე აიკრძალა კრიპტოვალუტების მაინინგი და მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობების იმპორტი. ეს კი უკავშირდება ენგურჰესის მოსალოდნელ რეაბილიტაციას.

შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ რებილიტაცია სავარაუდოდ, 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია. აღსანიშნავია, რომ "ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

„ენგურჰესიდან“ მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთიც. შესაბამისად, ენგურჰესის რეაბილიტაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთ მომარაგების გარეშე დატოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ელექტროენერგიის რუსეთის ფედერაციიდან შემოტანა მოუწევთ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ, გაამკაცროს კრიპტოვალუტების მაინინგის რეგულაციები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები