დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას ოჯახის წევრები აცხადებენ, პატიმარი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. როგორც გიორგი ლუკავას მეუღლემ ლალი ლუკავამ განაცხადა, დაკავებული მათ გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ ციხიდან მის გადაყვანას აპირებდნენ. ლალი ლუკავას განცხადებით, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ყოფილა.
ლალი ლუკავას ინფორმაციით, მისი მეუღლე დაპატიმრებულია მეომრის სტატუსით და მას უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული.