ტერორიზმში ბრალებულ რუსეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე.პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული ტერორიზმთან რაიმე კავშირს უარყოფს. როგორც იმედა ქარქაშაძე აღნიშნა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაკავება სპეცოპერაციამდე მოხდა იმავე ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.