კიდევ ერთი სახიფათო ნივთიერება, რომელიც კანცეროგენული ეფექტით გამოირჩევა, აკრელამიდია. ყველა ფიქრობს, რომ ჩიფსები განსაკუთრებით საშიში მასში შემავალი დანამატებისა და ემულგატორების გამოა, თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს ორგანიზმს, სწორედ აკრელამიდი უქმნის. აკრელამიდი 120 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ნახშირწყლების წვისას წარმოიქმნება, გამომდინარე იქიდან, რომ კარტოფილი ნახშირწყლებისგან შედგება და ჩიფსების მომზადებისას ტემპერატურა 120 გრადუსზე მაღალია, მასში დიდი რაოდენობით აკრელამიდი წარმოიშვება. ამავე მიზეზით სახიფათო სასუსნავების ჩამონათვალში შედის კრეკერებიც. კვლევების თანახმად, კრეკერებშიც დიდი რაოდენობით აკრელამიდია.