აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტს საქართველოს, უკრაინის , მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. სამიტზე სიტყვით გამოვა პრემიერი კვირიკაშვილი. სამიტზე 4 ძირითადი საკითხია განსახილველი, მათ შორის - ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მმართველობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა და ძლიერი საზოგადოება. ამ პრიორიტეტების მიხედევით 20 ამოცანაა, რომელიც პარტნიორებმა 2020 წლმდე უნდა შეასრულონ. ბრიუსელში იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წევრებიც.