აღმოსავლური ზღაპრებში ჯადოსნურ ნივთებს შორის - მფრინავი ხალიჩა ბევრი ადამიანის საოცნებო შესაძლებლობა იყო. სამყაროს შესაცნობად გადაადგილების უნივერსალური საშუალება, რომელიც კიდევ ბევრ უნარებს ფლობდა. ზღაპრებიდან რეალურ სამყარომდე - ხალიჩა მრავალფერ კომფორტულ მოგზაურობას გპირდებათ. თითქოს ისტორიულად ეს კულტურა აღმოსავლეთიდან მოდის, თუმცა არც დასავლეთი ამბობს ამ კომფორტზე უარს. მეტიც, წითელ ხალიჩაზე გავლა წინა საუკუნიდან მოყოლებული არაერთი საერთაშორისო ფესტივალის აუცილებელი ატრიბუტია, რაც თავის მხრივ განსაკუთრებულობას, ფუფუნებას, დახვეწილობას და წარმატებულობას უსვამს ხაზს.არის თუ არა დღეს ეს ნივთი ისეთივე აქტუალური და მოხმარებადი როგორც თუნდაც წინა საუკუნეში? რა ტექნიკით მზადდება ხალიჩა სხვადასხვა ქვეყნებში და რა ევოლუციის გზა განვლო ნივთმა, რომელიც აღმოსავლური ქვეყნების ერთ-ერთი ძვირფასეულობად მიიჩნევა მისი დამზადების ტექნიკის, ხარისხისა და შესრულების თვალსაზრისით.