დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში იმყოფებოდნენ. შენობიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას მეუფესთან "აღსარების დონეზე ჰქონდა საუბარი". შეხვედრის სხვა დეტალები, ასევე ის, თუ ვინ იყო შეხვედრის ინიციატორი, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრის ახლობელია, თუმცა, თავად მიტროპილოტმა დეკანოზთან ახლო ურთიერთობა უარყო. შეგახსენებთ რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული.