კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 214 მილიონ 50 ათასი ლარით ანუ 0.73%-ით გაიზარდა და პირველი სექტემბრისთვის 29 მილიარდ 560 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319 მილიონ 100 ათასი ლარით ანუ 2.51%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 105 მილიონ 40 ათასი ლარით ანუ 0.63%-ით შემცირდა.
სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 4 მილიარდი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 9 მილიარდ 660 მილიონი ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.77 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.