01:44
22 ოქტომბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა
30-09-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2020 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა.
აგვისტოში კლების ტენეცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდეცია დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი კლება დასიქსირდა სასტუმროებისა და რესტონრების სექტორში, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზი საერთაშორისო არარეზიდენტი პირების საქართველოში შემოსვლის შემცირებაა. როგორც საქსტატში აცხადებენ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტებმა საქართველოში 25 ჯერ იკლო.
გარდა ამისა, აგვისტოში  7.4%-ით შემცირებულია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 8 თვეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.6%-ით შემცირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები