2019 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 387 მილიონ დოლარს ანუ 15 მილიარდ 870 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც წინა თვესთან შედარებით, 26 მილიონი დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 219 მილიონი დოლარით მეტია.კერძოდ, 2019 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 361 მილიონ დოლარს ანუ 15 მილიარდ 819 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 168 მილიონ დოლარს ანუ 13 მილიარდ 336 მილიონ ლარს შეადგენდა.