კომპანია Airbnb-ი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე წლის ბოლომდე აქციების პირველად განთავსებას (IPO) გეგმავს. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Airbnb-ი საკუთარი გეგმების შესახებ ამ თვის ბოლომდე აუწყებს ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალურ კომისიას. IPO-ს ორგანიზებას გაუწევენ ბანკები Goldman Sachs და Morgan Stanley.
როგორც გამოცემა წერს, Airbnb-ის ღირებულება ცოტა ხნის წინ 18 მილიარდ დოლარად შეფასდა. არადა კორონავირუსის პანდემიამდე ის 31 მილიარდად იყო შეფასებული. კომპანიამ გასულ წელს 4 მილიარდ 800 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.