ბინების გაქირავების საერთაშორისო პლატფორმა Airbnb-ი კორონავირუსის საფრთხის გამო მომხმარებლებს ჯავშნების გაუქმებასა და თანხის სრულად ანაზღაურებას სთავაზობს.
Business Insider-ის ინფრმაციით, ჯავშნის გაუქმება და თანხის უკან მიღება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჯავშანი 14 მარტიდან 14 აპრილამდე ჰქონდათ გაკეთებული.
ამასთან, კომპანია ბინების გამქირავებლების წასახალისებლად რამდენიმე თემაზე მუშაობს, რომლებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.