ავიამწარმოებელმა კომპანიამ Airbus-მა თანამშრომლების გათავისუფლების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა, საფრანგეთში სამუშაო საათები შეამციროს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი კომპანიის კადრების განყოფილების რეგიონული ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს. წერილი სააგენტოს წყარომ მიაწოდა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭო გადაწყვეტილებას 15 ოქტომბრის სხდომაზე მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მოხდა, თანამშრომლებისთვის ახალი სამუშაო გრაფიკი ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. სავარაუდოდ, ახალი გრაფიკით ქარხანა მომდევნო 2 წლის განმავლობაში იმუშავებს. როგორც სააგენტო წერს, ამ გზით Airbus-ი შეეცდება შეინარჩუნოს კვალიფიციური კარდები.
ივლისის დასაწყისში, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის შედეგად, Airbus- ის კონსორციუმმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოში 15 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებდა. 22 სექტემბერს კი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა პირობა დადო, რომ მისი მენეჯმენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლება არ მოხდეს.