შსს-მ მაღაზია „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებული პირი 2004 წელსაა დაბადებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია "აიტექნიკსის" გაქურდვას ცდილობდა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.