თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, 26 წლის იყო. მისივე განმარტებით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.„ჩვენი მუშა იყო. მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქედან გადავარდა. ზოგადად, უსაფრთხოების ზომები დაცულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.