სან-მარინო მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა მონაკოსა და ვატიკანის შემდეგ და ევროპის უძველესი სახელმწიფო, რომელსაც ყველა მხრიდან იტალიის ტერიტორია ესაზღვრება. სან-მარინოს ტერიტორია 9 უძველესი ციხესიმაგრისგან შედგება იმავე სახელწოდების დედაქალაქის ჩათვლით, რომელებიც პირველი დასახლებების ადგილზე წარმოიშვა. აქვარივა, ბორგო მაჯორე, დომანიანო, კიესანუავა, მონტეჯარდინო, სერავალე, ფაეტანო, ფორტენინო.სან-მარინოს მაცხოვრებლები თავიათი ისტორიით ამაყობენ, იცავენ ტრადიციებს და ყველაფერს აკეთებენ პატარა და ამაყ რესპუბლიკას სახელი გაუთქვან, სწორედ ამიტომ სტუმრებს კეთილგანწყობილად ხვდებიან, გემრიელად აჭმევენ და ართობენ, აწყობენ ფესტივალებს, აწყობენ მუზეუმებს საინტერესო ექსპოზიციეებით, ხსნიან აუთლეტებს რეკორდული ფასდაკლებებით და რაც მთავარია უფრთხილდებიან წინაპრების უმდიდრეს მემკვიდრეობას.