საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ქვეყნის, მმართველი გუნდისა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით რაღაცების გადასაფასებლად გარკვეული დრო სჭირდება.
როგორც უმრავლესობის ფორმატში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას პრაგმატული პოლიტიკა გონებით ესმის, თუმცა გულით არა. ამასთან, ზოიძე აცხადებს, რომ გულდაწყვეტილია იმ შედეგით, რაც საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.
ზოიძე არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა უმრავლესობის რიგების დატოვებას და აღნიშნავს, რომ მას დაფიქრებისთვის დრო სჭირდება.