ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სანაცვლოდ საკუთარ თავს სთავაზობს. დეპუტატის შეფასებით, ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი მძევლად მისი პატრიოტიზმის გამო რჩება.
ზოიძის ინფორმაციით, ქართველი ექიმები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ნაცვლად, ყველა ექიმმა თითო კვირით მისი ადგილი დაიკავოს. ზოიძე ექიმების ინიციატივას უერთდება და მზადყოფნას გამოთქვამს, დღესვე ჩაანაცვლოს პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმი.