დრეზდენი - ფედერალური მიწის საქსონიის დედაქალაქია. ბაროკოს დამახასიათებელი არქიტექტურის და მდინარე ელბას ულამაზეს ხეობაში განლაგების წყალობით, ქალაქმა მყარად დაიმკვიდრა "გერმანული ფლორენციის" ამაყი წოდება. დრეზდენი კონტრასტების ქალაქია. ეს გახლავთ შოპინგისა და კლასიკური მუსიკის, ბაროკოსა და შინაური სამზარეულოს დედაქლაქი. აქურობას ახლგაზრდობა ღამის გართობობებისთვის აწყდება. უფრო სოლიდური ადამიანები კი აქ სიმყუდროვეს, უცვლელ გერმანულ სერვისს ეძებენ და ადგილობრივი სამზარეულოთი ტკბებიან.