ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს, სხვა ყველა ინფიცირებული საავადმყოფოებიდან გაწერეს. ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში პირველი ინფიცირებული პაციენტი 28 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყანაში საერთო ჯამში 1504 ადამიანი დაავადდა, ხოლო 22 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, 1481 პაციენტი საავადმყოფებიდან გაწერილია და მკურნალობას მხოლოდ ერთი პირი გადის.