ახალ ზელანდიაში თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევას სულ მცირე ხუთი ადამიანი შეეწირა. ხოლო 20 დაშავებულია.
"ბიბისის" ცნობით, დაკარგულია რამდენიმე ადამიანი. ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა, სავარაუდოდ ისინი ტურისტები იყვნენ. მათგან 20-ზე მეტის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. დანარჩენთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ამ დროისთვის პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების კუნძულზე შეყვანა ვერ ხერხდება. კუნძული მთლიანად ვულკანური წარმონაქმნებით არის დაფარული.
ვულკანოლოგების განცხადებით, ვულკანური ფერფლი ჰაერში დახლოებით 3 658 მეტრზე გაიფრქვა. თეთრი კუნძული ჩრდილოეთისკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროდან 50 კილომეტრში მდებარეობს.