სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა."ჩატარდა მშობელთა კრება და გვითხრეს, რომ ჟალუზების ფული უნდა ავაგროვოთ. ზოგს 12-12 ლარი დააბარეს, ზოგიერთ კლასში კი თანხა 8 ან 10 ლარს შეადგენს. სკოლა გაარემონტეს და ჟალუზების შესაძენი თანხა როგორ ვერ იშოვეს? სკოლაში 15 სექტემბერს განათლების მინისტრიც იმყოფებოდა და ახლად გარემონტებული სკოლა დაათვალიერა", - განაცხადა მშობელმა.როგორც მან აღნიშნა, მშობელთა კრება "მხოლოდ ამ საკითხს მიეძღვნა".