“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” წლის შემაჯამებელი კვლევა წარმოადგინა, რომელიც საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას მოიცავს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით. აფბას ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესები დამოუკიდებლად ვითარდება და მეტწილად აცდენილია გლობალურ ტენდენციებს. რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, ბაირახტარის თქმით, ნავთობის საერთაშორისო ფასები ახლა სტაბილურია, რაც საბითუმო, ისე საცალო ქსელში ფასების შემცირების წინაპირობას ქმნის