ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმად, საიას დამკვირვებლებმა 1-ელიდან 26 ოქტომბრის პერიოდში ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების, როგორც სავარაუდო, ისე დადასტურებული 8 შემთხვევა დააფიქსირეს.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა, ამომრჩევლის მოსყიდვის 2 და წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის 2 შემთხვევა.
საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ძალადობა და მუქარის შემცველი ფაქტები ქართული წინასაარჩევნო კამპანიის ერთგვარია ტრადიციაა.
"ამ ფაქტების არ გამოძიება კი ცალკე პრობლემა თუ კონკრეტული პირები არ აგებენ პასუხს დანაშაულისთვის არ მოხდება პრევენცია და შესაძლოა მეორე ტურზე კიდევ უფრო დაძაბული სიტუაცია მივიღოთ", - აცხადებს სულხან სალაძე.