"წყალზე მროკავი" ამერიკელი ავტორისა და ჟურნალისტის, თა-ნაჰასი ქოუთსის ისტორიული ფანტასტიკის ჟანრის წიგნია, რომლის ორიგინალიც ცნობილი ამერიკული გამომცემლობის, Random house-ის მიერ 2019 წელს გამოიცა. წიგნი ნათარგმნია მრავალ ენაზე და მსოფლიოში მისი მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული.
რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა, შავკანიანი, მონობაში მყოფი კაცის, ჰაირამ უოკერის რთულ ცხოვრებაზე. წიგნში სიუჟეტი ვითარდება მეცხრამეტე საუკუნის თამბაქოს პლანტაციებში, სადაც უამრავ მონას ამუშავებენ, პლანტაციები კი სავსეა საიდუმლო მარშუტებითა და თავშესაფრებით. მთავარი გმირი გამორჩეულია სხვებისგან, მას გააჩნია ზებუნებრივი ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს იმოგზაუროს სხვა, განზომილებაში. ერთ დღესაც წიგნის მთავარ გმირი ხილვის დროს ნახავს მოცეკვავე დედას, რომელიც ასევე მონად გაყიდეს, რის შემდეგაც ის გადაწყვეტს, თავისი ნიჭის საშუალებით შორეულ მოგზაურობაში წასვლას, თავისუფლების მოსაპოვებლად.
თა-ნაჰასი ქოუთსი 1975 წლის 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბალტიმორში დაიბადა. მწერალმა ვუდლაუნის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა, ხუთი წლის შემდეგ კი ჟურნალისტური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
მწერალმა პირველი ჟურნალისტური საქმიანობა The Washington City Paper-ის რეპორტიორის პოზიციაზე დაიწყო, 2000 წლიდან 2007 წლამდე ქოუთსი მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის Philadelphia Weekly, The Village Voice და Time-ში. რის შემდეგაც დაიწყო მისი კარიერის ახალი, უფრო წარმატებული და სტაბილური ეტაპი.
კოუტსი გახდა The Atlantic-ის უფროსი რედაქტორი და წერდა მხატვრულ სტატიებს, ასევე ჰქონდა ბლოგიც, რომლის თემებიც მოიცავდა პოლიტიკას, ისტორიას, რასას, კულტურას, ასევე სპორტსა და მუსიკას.
წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა , მან გამოქვეყნებისთანავე კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო, იგი გახდა ოპრა უინფრის წიგნების კლუბის წევრი, ხოლო The New York Times-ის მხატვრული ლიტერატურის ბესტსელერების სიაში 2019 წელს წყალზე მროკავი პირველ ადგილზე მოხვდა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე Palitral.ge