ჩრდილოეთ კორეაში მიიღეს მატონიზებელი სასმელი, რომლის წყალობითაც, როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, სიბერის კარგა ხნით გადავადებაა შესაძლებელი. "ახალგაზრდობის ელექსირი" 40 წელს გადაცილებულთათვისაა რეკომენდებული. სასმელი შეიცავს ველური სოკოების ექსტრაქტს, კენკეშას ფესვებს, ჭარხლისა და კარტოფილის წვენს, ცილებს, ამინმჟავებს, ფრუქტოზასა და B ვიტამინს.