22:51
15 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ახალი ავტომობილების გაყიდვები 8,6%-ით შემცირდა
23-09-2019

აგვისტოში ევროპის ქვეყნებში ახალი ავტომობილების გაყიდვები შემცირდა. ჯამში, ამ პერიოდის განმავლობაში გაყიდვებმა  მილიონ 70 ათასი ერთეული შეადგინა, ეს კი 8,6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველაზე მეტი ვარდნა  ისეთმა მსხვილმა მწარმოებლებმა განიცადეს, როგორებიცაა: Nissan, Renault, Fiat და Volkswagen-ი. კერძოდ, Nissan-ის გაყიდვები 48%-ით, Renault-ის - 38%-ით, Fiat-ის - 26%-ით, ხოლო გერმანული ავტოგიგანტის - 14%-ით შემცირდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეს, ამ პერიოდში ევროპის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები 3,2%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ვარდნა ყველაზე დიდი ვარდნაა 2019 წელს, ეს კი პირველ რიგში გასული წლის ავტომწარმოებლების პოლიტიკამ გამოიწვია, ვინაიდან 2018 წელს სექტემბერში ასამოქმედებელი რეგულაციის გამო ერთი თვით ადრე მწარმოებლებმა აგვისტოსთვის უჩვეულოდ დიდი რაოდენობით ავტომობილი გაყიდეს. კერძოდ, საუბარია, შეზღუდვაზე, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვში დამაბინძურებლების დონის განსაზღვრას გულისხმობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები