მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც თანასოფლელები პირად საუბრებში აცხადებენ, შემთხვევას წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, ქმარი ცოლს ხშირად სცემდა. 24 წლის ქალსა და 28 წლის მამაკაცს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.შსს-ს ცნობით მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იხილეთ:
მარნეულში ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა