01:32
8 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ახალი დეტალები „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე
13-09-2017

წერეთლის გამზირზე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველები უყვებიან, ბანკში შეღწევა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოახერხა. „საქართველოს ბანკის“ აღნიშნულ სერვის ცენტრში მომხმარებელი ვერ შევა, თუ ბანკის პლასტიკური ბარათი არ აქვს და სპეციალურ გამხსნელში არ მოათავსებს. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს კარი იარაღის მუქარით გაახსნევინა.

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ ბანკის პირველ კარში შესვლისას, დაცვის თანამშრომელმა, რომლისთვისაც ბოროტმოქმედს იარაღი ჰქონდა დამიზნებული, დაუძახა თანამშრომლებს, რომ იყო დაყაჩაღების მცდელობა, რის შემდეგაც მათ სერვის ცენტრში შესასვლელი მეორე კარის დაკეტვა მოასწრეს, ბანკის თანამშრომლებისა და კლიენტების იზოლირება მოახერხეს და პოლიცია გამოიძახეს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა გასროლა განახორციელა და თავი მოიკლა.

AutoPlay
ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია, ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები