თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე წყალტუბოდანაა. როგორც გარდაცვლილი გივი მაჩაიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, თუმცა, აქვთ ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.ოჯახის წევრები დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ ,,არაფერი ვიცით, იმის გარდა, რომ მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. თურქეთში მუშაობდა და ფულის ასაღებად იყო წასული. ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს. როგორც ვიცი შემთხვევის დროს მასთან ერთად მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ვითხოვთ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ დაკავებულს. არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი ქართველი იყოს გარეული. თურქეთიდან გარდაცვლილს დღეს გადმოასვენებენ“, - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ მიხეილ მაჩაიძემ.