ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებიც აივ ინფექციასთან ბრძოლის პრინციპულად ახალ მიდგომებს უყრის საფუძველს. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი პრაქტიკულად ვერ მრავლდება ისეთ უჯრედებში, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს მანგანუმს, რადგანაც ამ მეტალის ჭარბი იონები მკვეთრად აქვეითებს ფერმენტ რევერტაზას აქტივობას. რომლის გარეშეც იმუნოდეფიციტის ვირუსს არ შეუძლია თავისი გენეტიკური ინფორმაციის კოპირება.სპეციალისტთა აზრით, ამ საინტერესო მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია მკურნალობის ახალი მეთოდის შემუშავება, კონკრეტულად ისეთი პრეპარატის შექმნა, რომელიც იმუნური სისტემის აივ ინფექციასთან მებრძოლ უჯრედებში მანგანუმის შემცველობას გაზრდის.