ახალი მედია ჰოლდინგი. ტელეკომპანია "იმედი" "მაესტროს" და GDS-ს ყიდულობს. ტელეკომპანია ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი ინფორმაციას ადასტურებს. ტელევიზიებში სიტუაცია დამყაყდა, სისხლის გადასხმა სჭირდება - აცხადებს გია გაჩეჩილაძე. ახალი ჰოლდინგის შემადგენლობაში რადიოები და გაზეთებიც გაერთიანდებიან და მათ ერთი გენერალური დირექტორი ეყოლებათ. ოფიციალურ განცხადებას წილების შეძენასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.