მეცნიერულ სამყაროში განიხილება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების ახალი მეთოდი. მეცნიერები აპირებენ იმ გენის გააქტივებას, რომელიც დაზიანებულ და არაჯანსაღ უჯრედებს ანადგურებს. ბერნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ გენის აქტივობა გააძლიერეს ბუზებთან და მწერების სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 %-ით გაზარდეს. თუ ეს მეთოდი ადამიანებთანაც იმუშავებს, მაშინ სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 წლამდე გაგვეზრდება -აცხადებენ მეცნიერები. მათივე განმარტებით, აღნიშნული გენი უჯრედული კონტროლის ხარისხის სახით მუშაობს, ეხმარება ორგანიზმს ავადმყოფი და ცუდად მომუშავე უჯრედებისგან გათავისუფლებაში. ვარაუდობენ, რომ ის იცავს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებსა და ტვინს უჯრედული წიდების დაგროვებისგან. ამ გენის მოქმედების გაძლიერება ყველა შემთხვევაში გააჯანსაღებს ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებს და ხელს შეუწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას.საყურადღებოა ისიც, რომ ბუზების სიცოცხლის გახანგრძლივება მკვლევარებმა მათ უჯრედებში გენის მესამე დამატებითი ასლის ჩანერგვით შეძლეს. როგორ უნდა ამუშავდეს ეს მეთოდი ადამიანებთან, ჯერ გაუგებარია. განიხილება რამდენიმე საშუალება, რომელიც გააძლიერებს გენის ასაკთან ერთად განლევად ფუნქციას. მოგეხსენებათ, კაცობრიობა საუკუნეებია ეძებს დაბერების პროცესის დასამარცხებელ საშუალებას, ალქიმიკოსები სხვადასხვა ელექსირებს ქმნიდნენ, სადღეისოდ ხომ უამრავი კვლევა მიმდინარეობს ამ კუთხით. როგორც ამბობენ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს!