ახალი პარტია ყველა ატრიბუტით პოლიტიკურ ასპარეზზე 2018 წლის დასაწყისიდან გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მანამდე აღნიშნული პოლიტიკური გუნდი ადგილობრივ არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, ხოლო დაზუსტებული სახელები და გვარები, თუ ვინ იქნება მოაზრებული აღნიშნულ გუნდში, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.