თევდორე მღვდლის ქუჩაზე ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა ოჯახებმა პანდემიის გამო პრემიერის მიერ გამოცხადებული კომუნალური შეღავეთით ვერ ისარგებლეს. მიზეზი ის არის, რომ არსებობენ ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნიათ ბუნებრივი აირი და შესაბამისად ელექტროენერგიას გაცილებით მეტს მოიხმარდნენ. ახალი საქართველოს სოციალური სამსახური იმ მოქალაქეების განცხადებას იბარებს რომლებმაც აღნიშნული დახმარებით ვერ ისარგებლეს. აღნიშნულ განცხადებებს პრემიერს გაუგზავნიან და წერილობით პასუხს დაელოდებიან.